ოჯახი

"საუკეთესო წყვილი ხართ... თვალს და გულს უხარია თქვნი დანახვა" - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა საზოგადოებას აღდგომას ულოცავენ

"საუკეთესო წყვილი ხართ... თვალს და გულს უხარია თქვნი დანახვა" - ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა საზოგადოებას აღდგომას ულოცავენ
ტელესახე და მოცეკვავე ირაკლი მაქაცარიამ შეყვარებული - ლიზა ჩიჩუა ფართო საზოგადოებას ცოტა ხნის წინ გააცნო და წყვილმა საზოგადოების სიყვარული ძალიან მოკლე ხანში დაიმსახურა. 

ლიზამ და ირაკლიმ გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის აღდგომის დღესასწაული მიელოცათ და "ინსტაგრამზე" საერთო ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით: "ქრისტე აღდგა".


წყვილმა პასუხად უამრავი დადებითი კომენტარი და მილოცვა მიიღო. "საუკეთესო წყვილი ხართ, ანათებთ, ბრწყინავთ და სხვაზეც გადადის", "თვალს და გულს უხარია თქვენი დანახვა", "გილოცავთ აღდგომას, ულამაზესები ხართ", - სწერენ შეყვარებულ წყვილს კომენტარებს.

რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, წყვილ­მა დრო
ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რა - ირაკ­ლის დას­თან, სი­ძეს­თან და დის­შვილ­თან ერ­თად.
ირაკლის საკუთარი გამომწერები არჩევანს უწონებენ და ლიზას ყოველ ფოტოს აღფრთოვანებული კომენტარებით ხვდებიან.

ლიზასა და ირაკლის ერთად ყოფნას არავინ ელოდა და ქართველი ხალხისთვის ეს სიახლე ნამდვილად მოულოდნელი იყო. ლიზა ირაკლიზე 17 წლით პატარაა, თუმცა წყვილისთვის ეს არაფერს ნიშნავს.

გოგონა ცნობილი ექიმების ოჯახიდან არის და მას საზოგადოება სიმღერით ბავშვობიდან იცნობს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ქეთევან
გაიხარეთ.ულამაზესი და უსაყვარლესი წყვილი ხართ
17:31 / 04-05-2021
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გილოცავ ირაკლი.სულ ბედნიერი იყავი.შენ ხარ საქართველოს ვარსკვლავი
15:51 / 04-05-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93