ოჯახი

„მოკლედ, კარადაში ვიპოვეთ ეს...“ გვანცა დარასელია გამომწერებს სახალისო ისტორიას უზიარებს

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, პირად და ოჯახურ ფოტოებს. როგორც ჩანს, ტელეწამყვანის ცხოვრება გულშემატკივრებისთვისაც საინტერესოა და მის მიმართ დადებით კომენტარებს არასდროს იშურებენ.

ამჯერად, გვანცა დარასელია საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“ შვილის, ლილეს ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს: „მოკლედ, კარადაში ვიპოვეთ ეს... მერე მომიყვა, რომ ძალიან ადვილიაო, ასე დაიჭერ თმას და მოჭრიო.“ როგორც აღმოჩნდა, ლილეს უკვე დიდი ხანია, რაც ვარცხნილობის შეცვლა უნდა და რადგან დედამ სურვილი არ აუსრულა, გადაწვიტა, თმა თავად შეეჭრა. „სიცილის რაღაც მომენტში
აეტირა, არ გამომივიდა კარგად, რამდენჯერ გითხარი, რომ ჩოლკის შეჭრა და თმის შეღებვა მინდა სალონშიო“
- წერს გვანცა ფოტოზე.

წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პატარა ლილემ შეძლო სურვილის ასრულება და დედამ ის სალონში წაიყვანა, სადაც ნანატრი „ჩოლკაც“ შეიჭრა და თმაც ვარდისფრად შეიღება. „6 თვეა, არ მოისვენა და მაინც მიაღწია საწადელს“ - წერს გვანცა დარასელია.

როგორც ჩანს, ლილეს ახალი იმიჯი ძალიან მოსწონს და დედასთან ერთად კამერის წინაც მხიარულად პოზირებს.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ვანო
დიდი გოგო გაიზარდე ბედნიერი და ჯამრთელი
09:08 / 11-05-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93