ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას წყვილი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია და საზოგადოების სიყვარულიც მალე დაიმსახურა.
მათ ფოტოებსა თუ ვიდეოებზე გულშემატკივრები უამრავ დადებით ემოციას გამოხატავენ. წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ვიდეოს, სადაც მხიარულად ცეკვავენ.
მომღერალი და მომავალი ექიმი ხშირად იღებს კომპლიმენტებს გარეგნობასა და სტილთან დაკავშირებით: „ღმერთმა ერთმანეთისთვის შეგქმნათ“, „იპოვა თავისი მეორე ნახევარი“, „ძალიან ლამაზი და ბედნიერი წყვილი ხართ".
როგორც ჩანს, ლიზა უპირატესობას კლასიკურ სტილს ანიჭებს და ფოტოებშიც ხშირად სწორედ ასე გამოიყურება. ამჯერად მან შავი ფერის კლასიკური კომბინეზონი მოირგო, რომელსაც გამომწერების მხრიდან კვლავ დადებითი შეფასებები მოჰყვა.
ცნობისთვის, ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მომავალი ექიმი ლიზა ჩიჩუა უკვე 9 თვეა, რაც ერთად არიან. ეს ამბავი საზოგადოებას კი სულ რამდენიმე კვირის წინ გაუმხილეს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>