სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა და მომავალი ქალიშვილის ბედნიერ მომავალსა და მიზნებზე ალაპარაკდა. 39 წლის მეგანმა საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა მოსახლეობის ვაქცინაციას დაუჭირეს მხარს. მეგანმა ფესტივალზე სიტყვა წარმოთქვა და ქალებზე, მათ უფლებებსა და პანდემიურ გასაჭირზე ილაპარაკა.
როგორც უცხოური მედია წერს, ახალგაზრდა ჰერცოგინიამ თავის გამოსვლაში საზოგადოებას ბუნების დაცვისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. მეგანმა ამ რთულ პერიოდში ტოლერანტობის მნიშნველობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ უნდა მისი და ჰარის ქალშვილი უკეთეს გარემოში გაიზარდოს.
"მე და ჩემი მეუღლე ვთვლით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება აუცილებელია. პანდემიის გამო პლანეტაზე ბევრი რამ შეიცვალა და ამ პერიოდში განსაკუთრებით დაიჩაგრნენ ფერადკანიანი ქალბატონები. პანდემიის დაწყების შემდეგ, 47 მილიონი ქალი სამსახურის გარეშე დარჩა. მე და ჰარი ბედნიერები ვართ, რომ მალე ქალშვილი გვეყოლება და ჩვენს სიხარულს ყველას ვუზიარებთ. როდესაც ჩვენს ქალიშვილზე ვფიქრობთ, ამავდროულად ვფიქრობთ ყველა ქალზე და გოგონაზე, რომელთაც მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებათ. გვინდა, რომ ჩვენი შვილი უკეთეს გარემოში გაიზარდოს. მჯერა რომ ეს რთული პერიოდი გაივლის და საბოლოოდ ყველა ქალი თავის საქმეს, მშვიდ ოჯახსა და ბედნიერ მომავალს დაუბრუნდება" - თქვა მეგან მარკლიმ საქველმოქმედო ღონისძიებაზე.
საღამოს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს მეგანის ჩაცმულობასა და სამკაულებზე. მას მარცხენა ხელზე ოქროს საათი ეკეთა, რომელიც ოდესღაც ჰარის დედას, პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა. მეგანს კისერზე ყელსაბამი ეკეთა, რომელიც ფემინისტური მოძრაობის ცნობილ ნიშანს ჰგავდა.
წყარო
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>