ოჯახი

„მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ“ - ლიზა ბაგრატიონისა და გიორგი ცაგარელის ოჯახური იდილია

„მყავს საყვარელი ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობ“ - ლიზა ბაგრატიონისა და გიორგი ცაგარელის ოჯახური იდილია
წარმატებული ქართველი მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ხმაურიანი პირადი ცხოვრებით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მისი წარუმატებელი ქორწინებები არაერთხელ გამხდარა განხილვისა და მითქმა-მოთქმის საგანი. ლიზა ბაგრატიონი ამ თემაზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელსა და ტელეეკრანებზე საყვარელ მამაკაცთან ერთად ხშირად ჩნდება.

ლიზა ბაგრატიონის მეოთხე რჩეული ალტისტი გიორგი ცაგარელია. მათი ურთიერთობა წლების წინ დაიწყო, საზოგადოებამ კი ამის შესახებ 2014 წელს გაიგო, როცა გიორგიმ ლიზას დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში საერთო ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „უზომოდ მიყვარს, დღეს დაბადების დღე
აქვს.“

წყვილი სიყვარულს არ მალავდა და „ფეისბუკზე“ ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებდა. ურთიერთობის დასაწყისში, გიორგი გერმანიაში ცხოვრობდა და მათ ერთმანეთის ნახვა იშვიათად უწევდათ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს წყვილისთვის დაბრკოლება არ ყოფილა: „სამწუხაროდ, ის თბილისში ცხოვრობს, მე კი გერმანიაში ვარ და ხშირად ვერ ვხედავთ ერთმანეთს. ისიც მუსიკოსია და ძალიან ბევრი საერთო გვაქვს“ - წერდა გიორგი ლიზაზე.

ასაკობრივი სხვაობის გამო ლიზა ბაგრატიონსა და გიორგი ცაგარელს დაშორებას უწინასწარმეტყველებდნენ, ამბობდნენ, რომ ეს დროებითი გატაცებაა, თუმცა წყვილი დღემდე ერთად ცხოვრობს და, როგორც თავად ამბობენ, თავს შესანიშნავად გრძნობენ. მუსიკოსების წყვილი ერთმანეთს პარტნიორობას სცენაზეც ხშირად უწევს.


წყვილი ხშირად აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველთან, ნატო მეტონიძესთან, ბახვა ბრეგვაძესთან და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს. როგორც ჩანს, გიორგისა და ლიზას სამეგობრო წრეც საერთო ჰყავთ და სცენაზე თუ სცენის მიღმა დროს მათთან ერთად სასიამოვნოდ ატარებენ.

ცოტა ხნის წინ გიორგი ცაგარელი 35 წლის გახდა და დაბადების დღეზე უამრავი მილოცვაც მიიღო. ლიზამ „ინსტაგრამსთორიში“ საყვარელი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „გილოცავ. აი, უკვე დაიბადე“.

ლიზა ბაგრატიონი პირველად პატარა ასაკში დაოჯახდა და მისი რჩეული გიორგი ლეონიძე იყო. ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს. მეორე ქორწინებაში ლიზა ზაზა სინაურიძესთან იმყოფებოდა და, როგორც მაშინ ამბობდა, სწორედ ამ დროს იგრძნო თავბრუდამხვევი სიყვარული. ლიზას და ზაზას შვილიც შეეძინათ და მას ირაკლი დაარქვეს. ლიზას ერთადერთი ვაჟი, ირაკლი სინაურიძე ახლა19 წლისაა და, როგორც ჩანს, დედასთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. მან განათლება კემბრიჯში მიიღო, ახლა კი ლიზასთან ერთად კომპანია „ბადაგონში“ მუშაობს.

ლიზა ბაგრატიონმა 12 წლით უმცროს მამაკაცთან ურთიერთობის გამო კრიტიკაც კი დაიმსახურა. გიორგი ცაგარელი და ლიზა ბაგრატიონი ერთად თავს ბედნიერად გრძნობენ და მათზე გავრცელებულ არაერთ ჭორს ყურადღების მიღმა ტოვებენ.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
რეალობა
უყვარს ,რა ქნას ....
17:42 / 17-05-2021
გამოხმაურება / 0 /
კახელი
ეხ, ლიზა ლიზა
16:02 / 14-05-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93