ქართველი მოდელი, უშვენიერესი მარიამ ხორგუაშვილი გათხოვდა, მისი რჩეული ვაკო გიგინეიშვილია. მარიამი უკვე წლებია ურთიერთობაშია, თუმცა როგორც ჩანს, მოდელმა და ვაკომ მათი ურთიერთობის გაოფიციალურება მოინდომეს და ჯვარი დაიწერეს, წყვილმა ჯვირსწერისა და ქორწილის ულამაზესი ფოტოები გამოაქვეყნა.
მარიამს თეთრი, საზაფხულო კაბა ეცვა, ვაკო კი ჯინსებსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი. უმშვენიერეს მოდელს მოკლე საზაფხულო კაბა და მინდვრის ყვავილების თაიგული მოუხდა, ფოტოები ნაზი და ულამაზესი გამოვიდა.
მარიამი სოციალურ ქსელში აქტიურია, მას საზოგადოება უკვე წლებია იცნობს. მოდელი მუდამ ფორმაშია, დახვეწილი, გემოვნებიანი სტილი აქვს და ფერად სამოსს არასდროს უშინდება.
როგორც უკვე აღვნიშნე, მარიამისა და ვაკოს ურთიერთობა წლების წინ დაიწყო, ისინი ერთმანეთს ძალიან უხდებიან და ამას მარიამის გამომწერებიც ხშირად აღნიშნავენ. მარიმი შვილთან და მეუღლესთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს.
ხორგუაშივილი რამდენიმე ქართული ბრენდის სახეა, ინფლუენსერი ესთეტიკის მოყვარულია და ეს მის "ინსტაგრამზე" მარტივად შეიმჩნევა.