ოჯახი

"პატარა ხათუნა" - ნახეთ, როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს ავთანდილ ცქვიტინიძის უმშვენიერესი ქალიშვილი (ვიდეო)

ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ცნობილი დიზაინერია. ავთანდილს რუსეთში, იტალიასა და სხვა დიდ ქვეყნებში უკვე წლებია იცნობენ, საქართველოში კი მისი სამოსი კარგად ფასობს. დიზაინერს ერთ ქალიშვილი, ანასტასია ჰყავს.

ანასტასია ცქვიტინიძე 16 წლის არის, სოციალურ ქსელში სურათები არ უდევს, იშვიათად "ინსტაგრამ სთორიში" თავის ფოტოებსა და ვიდეოს აქვეყნებს. ანასტასია ძალიან ჰგავს დედას, მას ხათუნას მსგავსად, ხუჭუჭა თმა და თვალის უცხო, ლამაზი ჭრილი აქვს. 



გოგონა მამის სამოსს ხშირად ირგებს. ანასტასია ტელეეკრანებზე ავთანდილთან ერთად
ჯერ კიდე ღრმა ბავშვობაში ჩანდა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ ანასტასია მამის საქმიანობის დიდი გულშემატკივარია. 

გამომწერის კითხვაზე, თუ რას იტყოდა ავთანდილზე, გოგონამ უპასუხა: "არა მარტო საუკეთესო დიზაინერი, არამედ საუკეთესო მამაც არის".



16 წლის გოგონა მალე სკოლას დაამთავრებს, როგორც "ინსტაგრამიდან" ირკვევა, ანასტასიას ინგლისში სისხლის სამართალზე უნდა სწავლა, მის ცხოვრებაში მეორენახევარი ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა ამბობს, რომ გამორჩეული ბიჭები მოსწონს.



გოგონას ფილმები იტაცებს, ხელოვნება მოსწონს, თუმცა ფოტოების დიდი მოყვარული არ არის. 

"ჩემი პატარა ხათუნა" - უწერენ ხათუნა თორთლაძეს ანასტასიას პატარაობის ფოტოზე, გოგონა რაც უფრო იზრდება, მით უფრო ემსგავსება დედას.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
TAMARI
რა კარგი გოგონაა.
16:26 / 18-05-2021
გამოხმაურება / 0 /
კკატ
ზუსტად ებრაული გარეგნობა აქვს. ისე ცნობისათვის, დედის ხაზით თუა ებრაელი- 9 თაობა მაინც ებრაელად ითვლება, მამის გვარს არ აქვს მნიშვნელობა და რაც გასაოცარია, ებრაული გენი ჭარბობს ყველა თაობაში - გარეგნობითაც და ხასიათითაც
12:00 / 18-05-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93