ოჯახი

„მოვაკითხე დედას... ვისი ბრალიცაა სულ, სულ ყველაფერი, ჩემს თავს რაც ხდება“ - ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ დედას ემოციურ წერილს უძღვნის

„მოვაკითხე დედას... ვისი ბრალიცაა სულ, სულ ყველაფერი, ჩემს თავს რაც ხდება“ - ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ დედას ემოციურ წერილს უძღვნის
ყველასთვის ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი 15 მაისს იუბილარი იყო. მან დაბადების დღეზე ახლობლებისა თუ უცნობი ადამიანებისგან უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო. „დილის შოუს“ პირდაპირ ეთერში ნიკას მეგობრებმა ლეკვიც კი აჩუქეს.

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამორჩევა. საკუთარ გამომწერებს ის უფრო მეტად კონცერტებისა და პროფესიული სიახლეების შესახებ უზიარებს ინფორმაციას. მან დედის გარდაცვალების შემდეგ არაერთი ემოციური წერილი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ემოციებზე საუბრობდა: „მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია ახლა, გარდა იმისა, რომ ძალიან
მენატრება… ალბათ, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, მაგრამ ჩვენ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ვიყავით ორნი, მე და დედა, დედა და მე…“
- წერდა ნიკა.

დაბადების დღის შემდეგ კი ნიკოლოზ რაჭველმა საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“ დედის საფლავზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: „დატვირთული რეჟიმის გამო გუშინ ვერ შევძელი და დღეს კი მოვაკითხე დედას... ვისი ბრალიცაა სულ, სულ ყველაფერი, ჩემს თავს რაც ხდება“ - ამბობს ნიკა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
ქეთევანი
ძალიან საყვარელი, პოზიტიური, უნიჭირესი, კარგი შვილი,უფალმა დაგლოცოს და გაგახაროს!. დედა სულ შენთან არის და იქნება. დედის გარდაცვალება დედაშვილს ვერ აშორებს.
09:51 / 20-05-2021
გამოხმაურება / 0 /
მეგი
არა გაქვს უფლება შთამომავლობის გარეშე რომ ხარ,შენი ნიჭი უნდა გამრავლდეს.
18:31 / 19-05-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93