19 წლის ბათუმელი მოდელი ლორენა ზოიძე, რომელსაც ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ, ცოტა ხნის წინ დაინიშნა. ლორენას შეყვარებულმა ხელი ორიგინალურად სთხოვა და ისიც დაუფიქრებლად დათანხმდა.
წყვილი აჭარის ტელევიზიამ მიიწვია. ლორენამ და მისმა საქმრომ კი ხელის თხოვნის ისტორია პირადად გაიხსენეს:
"მოხდა ისე, რომ ეს ინფორმაცია მივიდა მის ყურამდე, რომ მის დაბადების დღეზე ვაპირებდი ხელის თხოვნას. ჩავვარდი საგონებელში, რადგან რომ არ მეთხოვა, უხერხული იყო და ორიგინალური უნდა ყოფილიყო, რომ ემოციები გამოეწვია მასში. ამიტომ ერთ-ერთ სასტუმროში აკვალანგისტს ვთხოვე დახმარება", - აღნიშნავს ლორენას საქმრო.
"გავიგე იმის შესახებ, რომ ხელი უნდა ეთხოვა ჩემთვის და ცოტა არ იყოს, განვიცადე, რადგან მინდოდა მოულოდნელობის ეფექტი ჰქონოდა ამ ყველაფერს. მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ყველაფერი გავიგე და მეც საგონებელში ჩავვარდი. ვფიქრობდი, რომ ის ქალური ბედნიერება, რასაც ქალი მოულოდნელ ხელის თხოვნის მომენტში განიცდის, აღარ მექნებოდა იმ დოზით და ეფექტით", - ამბობს ლორენა.
ასევე დაგაინტერესებთ:
"მან თქვა კი, უზომოდ მიყვარხარ" - ბათუმელ მოდელს ხელი ორიგინალურად სთხოვეს (ვიდეო)