მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
მათ დაოჯახებას ყველა დადებითი ემოციებით შეხვდა და ბევრი წერდა, რომ ისინი წლის საუკეთესო წყვილის წოდებასაც კი იმსახურებდნენ.
გიორგი და მარიტა სხვადასხვა გადაცემასა და შოუს სტუმრობენ და სიყვარულის საკუთარ ისტორიას ჰყვებიან.
გიორგის თქმით, სიყვარული მისთვის არის მარიტა, რომელიც ერთდროულად ლამაზიცაა და საყვარელიც.
"მან ისეთი შეგრძნებები მომიტანა, მგონია, რომ მას ველოდებოდი ამდენი ხანი. მარიტამ გულწრფელი ბედნიერების შეგრძნება მომიტანა. ეს რომ არ დამენახა, არ გადავწყვეტდი დაქორწინებას. ჩემიანია, ჩემნაირია, ოღონდ ქალია… ხანდახან მგონია, რომ ჩემი ნეკნია“, - ამბობს გიორგი სიცილით ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუს დროს.