მსახიობი ანკა ვასაძე მალე მეორე შვილის - გოგონას დედა გახდება. ანკას უფროსი შვილი უკვე ათი წლისაა და პატარა დის მოლოდინში ახლა ყველაზე ბედნიერი სწორედ ის არის.
ანკა ვასაძე ჟურნალ "თბილისელებთან" იხსენებს: პირველი შვილის გაჩენიდან 10 წელი გავიდა. შესაბამისად, გვინდოდა კიდევ ერთი შვილი და ახლო მომავალისთვის ვგეგმავდით, მაგრამ მაინც სიურპრიზი აღმოჩნდა. 5-6 კვირის ვიყავი, რომ გავიგე და რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ამდენი წლის შემდეგ განსხვავებული და ძალიან ემოციური შეგრძნება მქონდა. თან, ისეთ კარგ დროს დავფეხმძიმდი, რომ ვერც ვინატრებდი. მთელი წელი თეატრი დახურული იყო, გადაცემის წაყვანაში ორსულობას ხელი არ შეუშლია. პატარა მაისში ჩნდება და ყველაფერი ნამდვილად იდეალურად აეწყო.
– მეუღლესა და შვილს როგორ უთხარი ახალი ამბავი?
– მეუღლეს იმ წამსვე ვახარე. მას ძალიან უნდოდა მეორე შვილი, მე ვაჭიანურებდი ამდენი წელი. ექიმთან ვიზიტის შემდეგ ნიკოლოზს ვუთხარით და ისე გაუხარდა, თვალზე ცრემლი მოადგა. ნიკოლოზიც მთხოვდა, ბავშვი გამეჩინა და ვფიქრობ, პატარა მისთვის ყველაზე ძვირფასი იქნება. რაც წლები გადის, ვხვდები, როგორი მნიშვნელოვანია, რამხელა იმედი და ბედნიერებაა, როცა იცი, რომ მარტო არ ხარ და ყველაზე ახლობელი გყავს დის ან ძმის სახით.
– როგორც მაყურებელი ხედავს, საკმაოდ აქტიური ფეხმძიმე ხარ – გქონდა სირთულეები, ტოქსიკოზი და ასე შემდეგ?
– მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ორსულობა მქონდა, მაინც არ იყო მარტივი და უპრობლემო. ჯანმრთელობის მხრივ არაფერი მაწუხებდა, მაგრამ სუსტად ვგრძნობდი თავს, რაც ძალიან მიშლიდა ხელს და ვერ ვეგუებოდი. ტოქსიკოზი უცნაურად, მეოთხე თვიდან დამეწყო და იშვიათად, მაგრამ მაინც მაწუხებდა. ბოლო თვეში უფრო მოვედი ენერგიაზე.
– პრეტენზიული ორსული ხარ? მეუღლეს თუ უწევს შენი „უცნაური“ სურვილების შესრულება?
– შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ არანაირი პრეტენზია არ მქონია. ღამის სამ საათზე უცნაური სურვილებით რომ უშვებენ ქმრებს, მე ასე არ გამიკეთებია. ერთი-ორჯერ გამოვიძახე რაღაც და ამით მორჩა. სხვათა შორის, არც პირველ ორსულობაზე მქონია მსგავსი მოთხოვნები. არ ვარ პრეტენზიული ორსული. რა თქმა უნდა, ცოტა ემოციური ვარ, სხვა დროსთან შედარებით, თუმცა ეს ნორმალურია.
– ოჯახში ბიჭები თუ ანებივრებენ ფეხმძიმე ანკას, საოჯახო საქმეების გამკლავებაში თუ ეხმარებიან?
– სხვათა შორის, ჩემი ქმარი ძალიან მეხმარება კულინარიაში. რამდენიმე კერძს ძალიან გემრიელად ამზადებს და ასე ერთობლივი ძალებით, ხან მარტოც, გემრიელ ვახშამს ამზადებდა. ნიკოლოზიც ცდილობდა, არ დავეტვირთე. „ნუ გიჭირავს მძიმე“, „ცუდად ხომ არ ხარ?“ – სულ ღელავდა და ყურადღებით იყო.
– უკვე ცოტა დროა დარჩენილი პატარას დაბადებამდე და არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ, მთლიანად გენეტიკის დამსახურებაა თუ ამისთვის შენი „ხრიკები“ გაქვს?
– მინდა ვთქვა, რომ საშინლად ვიქცევი (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში უფრო გავაქტიურდი, კვირაში ორჯერ მსუბუქ ვარჯიშებს ვაკეთებდი და სხვა ორსულებისთვისაც ჩავწერე ლაივები. მაინც ცომი, ტკბილი და გვიან ჭამა ისაა, რასაც ვერ გადავეჩვიე. ძალიან მიხარია, რომ ბევრი აჰყვა ჩემს ვარჯიშებს, რომლებიც მე არ მომიგონია. ეს საუკეთესო, უსაფრთხო ვარჯიშების ნაკრებია. პირად შეტყობინებებში მწერდნენ, რომ ძალიან გამოადგათ და მიხარია.
– საკმაოდ დიდი ხანია, დაქორწინებული ხარ. ერთმანეთს სიურპრიზებით დღესაც ანებივრებთ?
– იშვიათად, მაგრამ მაინც ვახერხებთ ერთმანეთისთვის სიურპრიზის გაკეთებას. ახლა ისევ ისე კი არა, მეტად გვიყვარს ერთმანეთი და სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, უფრო გავიზარდეთ. სიურპრიზები მე უფრო გამომდის. ჩემი ქმარი მანებივრებს, მაგრამ წლების გამოცდილებით შეთანხმებული საჩუქრები მირჩევნია (იცინის).
ანკას თქმით, ისეთ რამეს არ გაუკეთებს რეკლამას, რასაც თვითონ არ მოიხმარს.
მე არ გამოვაქვეყნებ ისეთი საკვების ფოტოს, რაც შესაძლოა, სხვას არ ჰქონდეს. არ მოვიტყუები, ეს დამატებითი შემოსავლის საშუალებაა, თუმცა არასოდეს, შემიძლია თამამად ვთქვა, არასდროს გავუკეთებ ისეთ რამეს რეკლამას, რასაც მე არ მოვიხმარ. დიდი თანხა შემოუთავაზებიათ და არ დავთანხმებულვარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი იმიჯი და ის, რომ ყველა ჩემს სიტყვაზე ვაგებდე პასუხს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>