ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, თამო ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს მუდამ უზიარებს და თავის ყოველდღიურობაზე საუბარს არ ერიდება.
უკვე ერთ წელზე მეტია თამოს ცხოვრებაში პარტნიორი გამოჩნდა. მომხიბვლელი ახალგაზრდა ბიჭი თამოს მეულღეა, რომელთანაც მოდელს საერთო შვილიც ჰყავს.
აკა სამხარაძეს სოციალურ ქსელში გამოჩენა არ უყვარს. თამო და აკა პატარა მაქსიმესა და სოფიას ზრდიან და თავს ბედნიერად გრძნობენ.
როგორც "ინსტაგრამიდან" ჩანს, წყვილი რამდენიმე თვეა ახალ სახლში გადავიდა, აკა და თამო ორი შვილის აღზრდას შესანიშნავად უმკლავდებიან და პერიოდულად დასვენებასა და განტვირთვასაც ახერხებენ.
"რა კარგები ხართ" - უწერენ თამოსა და აკას საერთო სურათზე.
"მიყვარხართ", "რანაირად" - როგორც ჩანს, აკას სოციალურ ქსელში გამოჩენა თამოს გამომწერებსაც უკვირთ, სამხარაძე ფოტოების გადაღებას ერიდება და თამოს ინსტაგრამზე მეუღლის რამდენიმე სურათს თუ შეხვდებით.