მსახიობ ლაშა გურგენიძეს სიყვარულით სავსე, ბედნიერი ოჯახი აქვს.
ერთ-ერთ ახალ გადაცემაში თქვა, რომ თეატრი ძალიან ენატრება და იმედი აქვს, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.
ნიჭიერმა ლაშამ ლექსების მხატვრულად კითხვით და იუმორისტული სკეტჩებითაც თავი შესანიშნავად დაგვამახსოვრა.
ლაშა ნიჭიერი მსახიობიც არის, რაც გასაკვირი სულაც არაა, იმდენად არტისტული და კონტაქტური ადამიანია.
მსახიობის მომხიბლავი რჩეული თაკუნა მჭედლიშვილია.
თაკუნა პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია და ხელოვნების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებს.
ჩვენთვის ცნობილია, რომ მშვენივრადაც ხატავს.
ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილის ოჯახური იდილიის მაყურებელი ბევრი ადამიანია.
ისინი ლაშას და მის მეუღლეს "ინსტაგრამზე" ბევრ დადებით კომენტარს უწერენ და ახალი ფოტოების დანახვა ძალიან ახარებთ.
გთავაზობთ ფოტოებს ახალი ფოტოსესიიდან.