მოდელი და ყოფილი "მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი ქალიშვილს, ანნა სულაბერიძეს ძიძის გარეშე ზრდის. თუმცა მოდელი მეუღლესთან, ნოე სულაბერიძესთან ერთად განმარტოებით სხვადასხვა კურორტზე წასვლას მაინც ახერხებს.
ამჯერად ჯანეტმა "ინსტაგრამის" საკუთარ გამომწერებს "სთორი" კახეთის ერთ-ერთი ელიტარული სასტუმროდან გაუზიარა, სადაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
მოდელმა ვიდეოკადრებში საკუთარი სხეულიც გამოაჩინა. კადრებით თუ ვიმსჯელებთ, ჯანეტი ხშირად ვარჯიშობს და საკუთარ ფიგურაზე აქტიურად ზრუნავს. მიუხედავად იმისა, რომ მოდელს მცირეწლოვანი პატარა ჰყავს, იდეალური ტანის შენარჩუნებას მაინც ახერხებს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>