მსახიობი გიორგი გასვიანი ახმეტელის თეატრის სცენიდან "ინსტაგრამზე" ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მსახიობ თამთა პატაშურთან ერთად კომედიას დგამს.
"მალე პრემიერა ახმეტელში. კომედია" - წერს გიორგი ვიდეოს აღწერისას.
აღნიშნულმა ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მსახიობს კომენტარებში სწერენ: "ცოლი არ ეჭვიანობს?".
თავად მარიტა მელიქიშვილი კი ვიდეოს მხიარულად შეხვდა და სიცილის ემოციები გამოხატა.
როგორც ცნობილია, მარიტა გიორგის დიდი გულშემატკივარია, ხშირად დაჰყვება თეატრში და მეუღლეს მხარს უჭერს კარიერულ განვითარებაში.