მოდელი ანა შელია რამდენიმე დღის წინ საქართველში დაბრუნდა. ის და მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძე საფრანგეთში ცხოვრობდნენ და ბავშვთან ერთად დროს საქართველოსგან შორს ატარებდნენ.
ანა და ლაშა პატარა გოგოს მშობლები არიან, ელი ლომიძე წყვილის პირველი შვილია. პატარა ელი მშობლების "ინსტაგრამზე" პოპულარულია. გოგონა საოცრად ჰგავს მამას.
ანას ჩამოსვლას მოდელის ოჯახის წევრები და მეგობრები მოუთმენლად ელოდნენ. ანამ სოციალურ ქსელში პატარა ვიდეოკოლაჟიც გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ელი ოჯახმა ახლახან გაიცნო და პატარა გოგონა ბებია-ბაბუასა და ოჯახის სხვა ნათესავებს პირველად შეხვდა.
ვიდეოში ჩანს, რომ პატარა ანგელოზს ყველა მოეწონა და პირველმა შეხვედრამ ემოციურად და თბილად ჩაიარა. "აუ რა კარგია" - უწერს თაკო ჩხეიძე ანას კომენტარებში. "მინდა ჩავეხუტო" - უწერენ შელიას ფოტოზე.
ანა შელია ამჟამად სამოდელო კარიერისგან ისვენებს. ის საქართველოში მოდელი იყო, თუმცა ამ ეტაპზე დედობით არის დაკავებული. მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძე აქტიური სპორტსმენია. წყვილი ერთად ბედნიერად ცხოვრობს.
ანისა და ლაშას ახალი სითბოთი სავსე ფოტოები სოციალურ ქსელში დიდი მოწონებას იმსახურებს. წყვილის ოჯახური იდილია ბევრისთვის მისაბაძი და სამაგალითოა.