"ჰოდა, ვისაც სიმღერა, დაკვრა, მუზიცირება და მუსიკის შექმნა შეუძლია, ყოველთვის და ყველგან, შემოქმედებით მუსიკოსია. მუსიკაზე მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება (თუმცა ესეც პროფესიონალურად გამოსდის) გაგვატარეთ", - ამის შესახებ რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მღერის.
მისივე თქმით, მსმენელი ყოველთვის ობიექტურად აფასებს.
"მაშ, ვინც ჩემზე თქვა ცუდი მუსიკოსიაო (ცუდად მღერისო, უკრავსო) ზუსტად ის უნდა იყოს ჩვენზე მაგარი მუსიკოსი, მომღერალიც და პიანისტიც, რასაც ვერ ვხედავთ. ეს არის და ეს. მტერიც რომ იყოს, ობიექტურობა არ უნდა დაკარგო ადამიანმა. აი, მაშინ ხარ მაგარი. სხვა კი არაფერი მითქვამს გადაცემა "ფარულ კონვერტში", ეს მკითხეს და ვუპსუხე. აგერ ბატონო, სხვა უამრავ ფაქტებთან ერთად. მსმენელი ყოველთვის ობიექტურად აფასებს. პ.ს. ჰო, სხვის ასაკს და ვინ რომელი პარტიის მომხრეა, არასოდეს შევხებივარ. გამგები გაიგებს და მიიღებს", - წერს რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "ფარული კონვერტის" კიდევ ერთი სკანდალური გადაცემა გავიდა. ია ფარულავას სტუმრად მარინა ბერიძის ყოფილი ქმრის, ზურა ლალიაშვილის მეუღლე ჰყავდა. რუსუდან მუმლაძემ გუ