საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრ ნიკოლოზ ცქიტიშვილის მეუღლე სოფო გოგებაშვილი პირად ცხოვრებაზე საუბრობს.
მისი თქმით, კალათბურთელთან ურთიერთობის დასაწყისში ასაკით პატარა იყო და ხშირად ეჭვიანობდა მეორე ნახევარზე. სოფო ამბობს, რომ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.
„უკვე დიდები ვართ უკვე ეჭვიანობისთვის. თავიდან ჩასაფრებული ვიყავი და ხშირად ვეჭვიანობდი, თუმცა დრომ მიმახვედრა, რომ წარმატებული ურთიერთობის ყველაზე დიდი საფუძველი არის ნდობა.
მაგრამ ვფიქრობ, რომ ბოლომდე მაინც არ უნდა მოეშვა. ქალი ცოტა ეჭვიანი უნდა იყოს და ეს უხდება კიდეც. კაცებსაც მოსწონთ ოდნავ ეჭვიანი ცოლები. თუმცა ზომიერება არ უნდა დაკარგო.