მარიტა მელიქიშვილი მეუღლესთან გიორგი გასვიანთან ერთად გადაღებულ თბილ ვიდეოს აქვეყნებს, წყვილი ღამის თბილისში ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაზე ცეკავს. "ტიკ-ტოკის" ეს ახალი ტრენდი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მარიტა "ტიკ-ტოკის" მოყვარულია და სახალისო, თბილ ვიდეოებს ხშირად იღებს.
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი უკვე თვეებია ერთად არიან, მათ ქორწილს მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტელეწამყვანსა და მომავალ ჟურნალისტს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა ეს წყვილს ურთიერთობაში ხელს არ უშლის.
მარიტა სწავლობს, გიორგი კი აქტიური ტელეწამყვანი და მსახიობია. წყვილი საერთო, თბილ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს და როგორც მათი "ინსტაგრამებიდან" ჩანს, გიორგისა და მარიტას საერთო ფოტოები და ვიდეოები ქართველ ხალხს გამორჩეულად მოსწონს.
თუ მარიტას სოციალურ ქსელსა და ფოტოებს დავაკვირდებით, ცხადია, რომ გოგონა გაიზარდა, სტილი გამოიცვალა და თითქოს გიორგისთან ურთიერთობამ სასიამოვნოდ შეცვალა კიდეც.