დიზაინერი და თბილისის მერის მეუღლე ანუკი არეშიძე "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ყოველდღიურ ფოტო თუ ვიდეოკადრებს ხშირად აქვეყნებს.
ამჯერად დიზაინერმა საკუთარი ბრენდის, "Nicolas Kidswear"-ის ერთ-ერთი ფეხსაცმელი გამოაქვეყნა. "მეც მინდა გოგო", - დაწერა ანუკიმ ფოტოზე.
ცნობისთვის, ოთხი ვაჟი ჰყავს: 13 წლის ლევან კალაძე, 8 წლის კახაბერ კალაძე, 6 წლის ვაჩე კალაძე და 3 წლის ნიკოლა, რომელიც ძმებს შორის ყველაზე მეტად სარგებლობს პოპულარობით.
"ანუკის ძალიან უნდოდა, გოგონა ჰყოლოდა. ვნახოთ, კიდევ თუ გაბედავს... როდესაც გავიგეთ, რომ მეოთხეც ბიჭი იყო, მედიკოს, კახას დედას უთქვამს, - რა გახდა ერთ კიკინებიან გოგოსაც რომ ერბინა ჩვენს ეზოშიო. ანუკის სიცილით უთქვამს, რა ვქნა, არ "გამომდის" გოგონები, ავდგები, კიკინებს გავიკეთებ და მე ვირბენ ეზოშიო. მერე მე ვეუბნებოდი, მაშინ არეშიძეებთანაც უნდა მოხვიდე კიკინებით, მეც მინდა გოგო შვილიშვილი-მეთქი..." - ამბობს დიზაინერის დედა ნინო ჭუმბურიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>