ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ფართო საზოგადოებამ პირველად პროექტ „ცეკცვავენ ვარსკვლავებში“ ნახა. დღეს სხვადასხვა გადაცემასა თუ შოუში ხშირად ჩნდება. ქეთი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე რჩეულთან, დავით კაჭარავასთან და შვილთან, ანასტასიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
ამჯერად ქეთი ხატიაშვილი ემოციურ პოსტს სწორედ შვილს, 10 წლის ანასტასიას უძღვნის: „ჩემი პატარა საუკეთესო მეგობარი ანასტასია. უკვე 10 წელია მისმენს, მიგებს, მაცინებს, მაბრაზებს!!! გვერდში მიდგას და მოტივაციას მაძლევს! მიყვარს, მიყვარს, მიყვარს! ჩემო მეგობარო ანასტასია ვიცი ამ პოსტს ბუსიას ტელეფონიდან წაიკითხავ და მადლობა დე. მადლობა, რომ მაბრუნებ ბავშვობაში!!! მიდგახარ გვერდში!! მაგარია შენთან ერთად სამაჯურების აწყობა და ბიჭებზე ჭორაობა. ვაფრენ ლუქებს რომ მიწყობ ხოლმე და ჩემ მაისურებს ატარებ. ჩემო ძვირფასო მეგობარო მეც შენს გვერდში მიგულე“ - წერს ქეთი.
პოსტს ქეთი ხატიაშვილის მეგობრებისა და გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „რა კარგი გოგოა, დედასავით“, „უსაყვარლესი დედა-შვილი ხართ“, „ძალიან ყოჩაღი და ნიჭიერი გოგოა“ - წერენ კომენტარებში.