ოჯახი

"ძალიან პრინცესაა ეს გოგო" - ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა ქორწინების 2 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფოტოსესია მოიწყვეს

"ძალიან პრინცესაა ეს გოგო" - ნოე სულაბერიძემ და ჯანეტ ქერდიყოშვილმა ქორწინების 2 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფოტოსესია მოიწყვეს
ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი ქორწინების ორი წლის იუბილეს ზეიმობენ. წყვილმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით ნოემ და ჯანეტმა ტყეში ფოტოსესია მოაწყვეს და ერთად ყოფნის 2 წელი ლამაზი კადრებით გადმოსცეს.


ჯანეტს ფოტოსესიაზე თავის ატელიეში შეკერილი თეთრი კაბა ეცვა. კაბა თვლებითა და ბრჭყვიალა ნაჭრით არის შექმნილი. ასევე, მოდელს თავზე ულამაზესი ორნამენტებისგან შექმნილი სამაგრი ეკეთა და ჩანთაც კაბის შესაფერისი ჰქონდა.

რთულია, ყურადღება არ გაამახვილო ჯანეტის გრანდიოზულ ბეჭედსა და ბრჭყვიალა ჩანთაზე. მოდელის "პრინცესული
ლუქი" წყვილის გამომწერებს მოეწონათ. ჯანეტი მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა. ნოე ფოტოსესიაზე სადა, კლასიკურ თეთრ პერანგსა და შარვალში იყო გამოწყობილი.

"ძალიან პრინცესაა ეს გოგო" - უწერენ ნოეს მისი და ჯანეტის საერთო ფოტოზე.

წყვილმა 2 წლის იუბილესთან დაკავშირებით ასობით თბილი მილოცვა მიიღო. ნოე და ჯანეტი საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლება. მათი გრანდიოზული ქორწილის ფოტოები სოციალურ ქსელში დიდხანს ტრიალებდა. 

წყვილს უკვე პატარა გოგოც ჰყავს. ანნა სულაბერიძე ძალიან ჰგავს დედას და ჯანეტის "ინსტაგრამზე" საკმაოდ პოპულარულია.

ნოე და ჯანეტი ერთად ბედნიერად ცხოვრობენ და ამას მათი სოციალური ქსელებიდან მარტივად შეამჩნევთ. ნოეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილიც ჰყავს, საშა და ლიზა. ბავშვებს ჯანეტთან ტკბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ისინი დროს ერთად ხშირად ატარებენ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93