ოჯახი

დავით ზალკალიანის ოჯახური იდილია და ულამაზესი ქალიშვილები

დავით ზალკალიანის ოჯახური იდილია და ულამაზესი ქალიშვილები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამ თანამდებობას უკვე 2 წელზე მეტია იკავებს. აქტიური კარიერული მუშაობა კი 1992 წლის შემდეგ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში საჯარო სამსახურში არაერთ პოზიციას იკავებდა.

მინისტრად დანიშვნის შემდეგ ზალკალიანის ოჯახით მედია არაერთხელ დაინტერესდა. მისი მეუღლე 54 წლის თამარ ქემოკლიძეა. წყვილს ორი ქალიშვილი, ნინო და სოფო ჰყავს.


როგორც ცნობილია, სოფო ზალკალიანი UNFPA Georgia-ში პროექტების ასისტენტად მუშაობს. სოფომ 2018 წელს გიორგი კვარაცხელიაზე იქორწინა და ქორწილის ფოტოები აქტიურად გავრცელდა სოციალურ ქსელშიც. „მესამე შვილი
შევიძინე“ - ასეთი კომენტარი გააკეთა შვილის დაოჯახების შემდეგ „ფეისბუკზე“ დავით ზალკალიანმა.

შვილისა და სიძის ფოტო გამოაქვეყნა მინისტრმა 12 მაისს, სადაც ის გიორგი კვარაცხელიას დაბადების დღეს ულოცავდა: "ძალიან მაგარ ბიჭს, გიოს ვულოცავ დაბადების დღეს! გიორგი, ბედნიერი იყავი. ღმერთმა დაგლოცოს სოფოსთან და შენს საყვარელ დიდ ოჯახთან ერთად“ - წერდა დავით ზალკალიანი.


რაც შეეხება ნინო ზალკალიანს, ის სოციალურ ქსელში აქტიური არ არის. როგორც ცნობილია, ნინო ჩეხეთში ცხოვრობს, საქართველოში კი წლების მანძილზე სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით დააგროვა.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93