დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის მერი კახა კალაძე "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე შვილების ვიდეო და ფოტოკადრებს ხშირად აქვეყნებენ.
ცნობილი მშობლებიდან გამომდინარე, ბავშვები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან და საზოგადოებას მათი სიახლეები ყოველთვის აინტერესებს.
ანუკიმ ამჯერად ნიკოლასის, უმცროსი ვაჟის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ეკითხება, თუ სად არის ღმერთი. ნიკოლა პასუხობს: "იტალიაში". საუბარში მისი უფროსი ძმა, ვაჩეც ჩაერთო და თქვა, რომ ღმერთი ცაშია.
ცნობისთვის, წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს: 13 წლის ლევან კალაძე, 8 წლის კახაბერ კალაძე, 6 წლის ვაჩე კალაძე და 3 წლის ნიკოლა, რომელიც ძმებს შორის ყველაზე მეტად სარგებლობს პოპულარობით.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>