ორული ნანუკა გოგიჩაიშვილი ბიზნესმენ მეუღლეს, ნიკოლოზ ნაყოფიას დაბადების დღეს სოციალური ქსელით ულოცავს. "მიყვარხარ სამუდამოდ... გილოცავ, რა მაგარია ჩემთვის რომ გაგაჩინეს" - წერს ნანუკა და ქმართან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს.
ცნობისთვის მოდელი პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, როდესაც ნანუკას სურათი მისმა დამ, ნინი გოგიჩაიშვილმა გამოაქვეყნა. ფოტოში ნანუკას ატმისფერი კაბა აცვია და მუცელიც საკმაოდ ეტყობა.
წყვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით უამრავი მილოცვა და დადებითი კომენტარი მიიღო.
ცნობისთვის, ნანუკა და ნიკა ორი წელია ქორწინებაში არიან. წყვილმა პანდემიის გამო ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადა.