12 ივნისს, კრწანისის ქუჩაზე მომხდარ ავარიას გუშინ მესამე ადამიანი ემსხვერპლა. "ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულ 49 წლის მურმან ლომიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ორი დღე იბრძოდნენ ექიმები, თუმცა ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. გარდაცვლილი მამაკაცი მუსიკალურ წრეებში ცნობილი და ყველასთვის საყვარელი დრამერია, რომელიც წლების წინ, "მთვარის კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ...
მურმანს გუშინ სოციალურ ქსელში კოლეგები იხსნებდნენ.
ია მანიჟაშვილი და მისი მეუღლე დავი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობენ და ახლოს იცნობდნენ როგორც გარდაცვლილს, ასევე მის შვილებს, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მამის გზა აირჩია და კარიერის გასაგრძელებლად შტატებში წავიდა...
ია მანიჟაშვილი:
- მურმანს ორი შვილი ყავს - თინა და ამირანი... ორივე ამერიკაში ცხოვრობს. ამირანი მამის კვალს გაყვა და მუსიკოსია, აქ ნიუ - იორკში ბენდი - "the pandemic" ჰყავს. თინა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში, მამის და ახლობლების სანახავად. სწორედ თინას სანახავად მიდიოდა მურმანი და მისი საცხოვრებელ კორპუსთან კრწანისის ქუჩაზე შეუხვია, დაპარკინგებაც ვერ მოასწრო, როცა სატვირთო მას და კიდევ რამდენიმე მანქანას შეეჯახა. ორი დღე იბრძოდნენ ექიმები მის გადასარჩენად. ხერხემლის მძიმე დაზიანება ჰქონდა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვების გამო გარდაიცვალა. რამდენიმე კვირაში ხმის ჩამწერ სტუდიას ხსნიდა ბაგებში, გოგიტა მაისურაძესთან ერთად და აი, ასეთი მოულოდნელი, ტრაგიკული ამბავი მოხდა.
ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სასწაულად ნიჭიერი მუსიკოსი, პროფესიონალი, თავმდაბალი, უკეთილშობილესი ადამიანი. ოჯახი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მეორე შვილიც მოფრინავს საქართველოში.
- ია, მურმანს ძალიან ახლოს იცნობდნენ მუსიკალურ წრეებში, თქვენც ალბათ პროფესიული მეგობრობა გქონდათ?
- 2006 წელს ერთ-ერთ რადიოში დავიწყე მუშაობა, სადაც მურმანი ხმის რეჟისორად მუშაობდა, იქ დაიწყო ჩვენი მეგობრობა. როცა გავიგე "მთვარის კლუბში" უკრავდა, გამიხარდა, გაუკვირდა, რომ მათი ყველა სიმღერა ვიცოდი. ხომ იცით, როგორც ხდება, ყველამ სოლისტი იცის, დრამერი და გიტარისტები ან კლავიშზე ვინც არის, ნაკლებად ამახსოვრდება ხალხს.. არადა, კარგი მუსიკალური ჯგუფი სწორედ კარგი მუსიკოსებისგან შემდგარი ერთობა და ჰარმონიაა. ეს იყო ადამიანი დღესასწაული თავისი გამორჩეული იუმორით.
იხილეთ სრულად