ოჯახი

"ძალიან ძნელია, მარტო რომ ხარ ფეხმძიმე და მარტო რომ მიდიხარ სამშობიაროდ“ - ნინო ნადირაძე ქალიშვილის განქორწინებაზე საუბრობს

"ძალიან ძნელია, მარტო რომ ხარ ფეხმძიმე და მარტო რომ მიდიხარ სამშობიაროდ“ - ნინო ნადირაძე ქალიშვილის განქორწინებაზე საუბრობს
ნინო ნადირაძე ია ფარულავას გადაცემა "ფარულ კონვერტს" სტუმრობდა, სადაცოჯახურ ამბებზე და მათ შორის ქალიშვილის, ბაია კუზანოვას განქორწინებაზეც უსაყვრა. მისი თქმით, ძალიან სამწუხარო იყო ეს ფაქტი, რადგან დაშორების მიზეზიც არ იცოდა.

"ძალიან მეტკინა გული, თან, ისე მოულოდნელად მოხდა განქორწინება ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. ალბათ, სხვადასხვა პლანეტიდან ვიყავით. ხუთი წლის მანძილზე სულ იყო შერიგება-დაშორებები და ალბათ, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება მაინც სხვაა", - აღნიშნავს ნინო.

მისივე თქმით, მიუხედავად ამ გულისტკენისა მას საყვარელი შვილიშვილი შეეძინა და ამით ბედნიერია.

"წინასწარ რომ
მცოდნოდა, რომ ეს მოხდებოდა მაინც ვიტყოდი კის, შვილიშვილის გამო. თუმცა ძალიან ძნელია, მარტო რომ ხარ ფეხმძიმობის დროს და მარტო მიდიხარ სამშობიაროდ", - ამბობს ნინო.

ტელესახის თქმით, ბაია განქორწინების შემდეგ ძალიან შეიცვალა და ეს მისთვის გასაოცარი იყო.

"ვფიქრობდი ბაია დეპრესიაში არ ჩავარდეს-მეთქი, მაგრამ ამ ნაზმა და კუზანოვების ნაფოფინებმა საყვარელმა შვილიშვილმა უცებ მაჯობა. მიუხედავად მძიმე გრაფიკისა, თავად უვლის შვილს და არის საოცარი დედა: შრომობს უზღვავად, რომ შვილისთვის იყოს ისეთივე დედა, როგორიც მე ვარ მისთვის.

ძალიან ბევრს სწავლობს და მუშაობს და რაც ძალიან სასიხარულოა, გენეტიკურად აღმოაჩნდა საოცარი ხელი ქირურგიულ პლასტიკაში. ერთი სული მაქვს, როგორ ამობრწყინდება ახალი კაშკაშა კუზანოვი. არ მიყვარს ჩემი შვილების შექება, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ ჩემი შვილით… არ მეგონა, თუ ასეთი კერკეტი კაკალი იყო“, - აღნიშნა ნინომ ია ფარულავასთან საუბრისას.

 




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93