შორენა ბეგაშვილის გადაცემა "შორენას ეფექტის" სტუმარი თამო ვაშალომიძე იყო და გადაცემის წამყვანი მოდელს სახლში ეწვია. შორენამ თამოსთან და მის დედამთილთან ერთად ოჯახურ ამბებზე ისაუბრა.
"თამომ ბევრი მიამბო თქვენზე და ძალიან დადებითად არის განწყობილი თქვენ მიმართ. გვითხარით, როგორია ჯერ დედამთილობა და შემდეგ ბებიობა, რა შეგრძნებაა?" - მიმართა შორენა ბეგაშვილმა თამოს დედამთილს, ეკატერინე სეთურიძეს.
"აი, საოცარი განცდაა ბებიობა. დედობა მეგონა ფანტასტიკური გრძნობა, მაგრამ ბებიობა სხვა გალაქტიკაა საერთოდ. თამო ოქროს გოგო მყავს, ძალიან კარგი, უსაყვარლესი. დედა - არაჩვეულებრივი, როგორც ადამიანი - არაჩვეულებრივი",- აღნიშნავს ეკატერინე.
"ეხმარებით თამოს? - ჰკითხა შორენამ, რაზეც ეკატერინესგან თანხმობა მიიღო. "კი, როგორ არა, რამდენადაც შემიძლია ვეხმარები. ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც რაღაცებს ვახერხებთ".
"აკაც ჩართულია ბავშვის აღზრდაში, მეც, ეკატერინეც, ძიძებიც და ყველა ერთობლივად ვცდილობთ, რომ ჩვენი ბავშვები გაიზარდონ თბილ გარემოში".
შორენას თქმით, თამოს ძალიან გაუმართლა, რომ ასეთ ოჯახში შევიდა, რაზეც ეკატერინე პასუხობს, რომ თავად თამოც ძალიან უშუალო, გულწრფელი და დადებითი ადამიანია, რამაც მათი დაახლოება განაპირობა.
"ყოველთვის ჩემს მხარესაა, ყველა კამათის დროს, რაც მე და აკას მოგვსვლია და დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ოჯახის სიმყარეში" - ამბობს თამო დედამთილზე.