სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE"-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი, რომელიც მეუღლესთან დაშორების ამბავზე წერდა, ამჟამად მეგობრებს კარგ ამბავს უაზიარებს. მისი თქმით, შეურიგდა საყვარელ მამაკაცს, მაგრამ მას მეუღლეს არ უწოდებს. როგორც მარიამი ამბობს, ის არავის ცოლი და კერძო საკუთრება არ არის და პარტნიორმა საყვარელი უნდა დაუძახოს.
"როგორი კონფიდენციალური ქორწილი იყო და მაინც გაჟონა ახალ ამბებში. არადა ქორწილი როგორ იყო იცით? იმდენად დიდი იყო ტკივილი ღალატისა, ფხიზელი არ შევხვდი. ერთი ორი ჭიქა ღვინო გადავკარი, შევურიგდი და ესე შეზარხოშებულ მდგომარეობაში გავფრინდით. გემზე გადაიხადა დიდებული ქორწილი და მთვრალი პატარძალიც უბერავდა. ოკეანეში ბოთლი და შიგ დატანებული სურვილიც ვისროლე .მანამდე ჰაუზერს ჩემი ხელით დაწერილი წერილი აუზში ჩავუტანე შენ და შენს გოგოს გელით ხის გემზე ჩვენს ქორწილში შენი ვიოლონჩელოთი ვალსი უნდა დაუკრათქო. იმ ქორწილის ფოტოები არც გამომიქვეყნებია) ხოდა მეორე დილით რომ გამოვფხიზლდი და ისევ გათხოვილი აღმოვჩნდი, შოკი დამემართა. მალდივიდან თბილისამდე სულ ტირილ ტირილით ვიფრინე რა თავში ქვა სახლელად მინდოდა ისევ ეს გათხოვებათქო. იქით დისქავერი იღებდა ჩემს მოწყობილ გულაობებს სახლში, იქით აფრიკაში დავფრინავდი მეგობრებთან ერთად ჟირაფებისთვის ჩემი ხელით საჭმელი უნდა მეჭმია. მაიამიზე მარტოხელების კარიბეან კრუიზი მქონდა დაჯავშნილი .... რეივ კლუბებში ცემენტზე და ნაგავშიც მეძინა... ბავშვებს სახლიდან წასულ მამას ვუგზავნიდი ხოლმე და რაც წარსული იყო სულ იმას წუწუნებდა ძიძად ნუ გადამაქციეო.იქით ის საცოდავი გოგო მწერდა, ეს მოწყენილი და დაღლილი კაცი რაში მჭირდებაო. მოკლედ ასე იყო თუ ისე, დამედო ბორკილები ისევ ესე ჩემდა მოულოდნელად და ხომ წარმოგიდგენიათ მაგ გათხოვების მერე რა მძიმე დილა გამითენდა. მაგრამ კომპრომოსი შედგა და მას მერე შევთანხმდით რომ საყვარელი უნდა დამიძახოს და მე არავის ცოლი და კერძო საკუთრება არ ვარ ამიერიდან და ვაის ვერსა. ასე რომ ახალო ამბებო, გეშლებათ ქმარი ცოლი არ გამაგონოთ", - წერს მარიამი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>