გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ქალიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ის შვილს პატიებას „მის გარეშე გატარებული წუთების გამო“ თხოვს და წერს, რომ დაელოდოს.
„აი შენი დაბადების დღეც დადგა დეე შენს გარეშე და შენთან განშორებიდან 11 თვე. მაპატიე დედა შენს გარეშე გატარებული ყოველი დღეების, საათების და წუთებისთვის, რადგანაც ერთი წამითაც კი ვერ წარმოვიდგენდი ჩემს არსებობას შენს გარეშე. მაგრამ ეს იცოდე ჩემი ნახევარი გული შენთანაა, მხოლოდ ნახევარი გული ძგერს გიოსთვის. გილოცავ 24 წლის იუბილეს ცათა სასუფეველში უფლის კალთის ქვეშ ამ ბოროტი დედამიწისგან შორს, სადაც ანგელოზებს არ ინდობენ. უფალს ებარებოდე. დამელოდე. მანდ მალე გადის დრო აქ კი არა. მენატრები სიგიჟემდე. მიყვარხარ“, – წერს თეონა თამაზაშვილი.