ოჯახი

ლევან რატიანმა მესამე შვილი მონათლა - ნახეთ ფოტოები ნათლობიდან

ლევან რატიანმა მესამე შვილი მონათლა - ნახეთ ფოტოები ნათლობიდან
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი ლევან რატიანი პედიატრ მეუღლესთან, გვანცა ჯანიგაშვილთან ერთად სამ ბიჭს ზრდის.

საყოველთაოდ საყვარელმა ექიმმა უმცროსი ვაჟი - ლუკა რატიანი მონათლა, - ამის შესახებ ცნობილი სოციალური ქსელიდან გახდა.

მღვდელმონაზონი იერონიმე ნათლობის შესახებ წერს და ფოტოებსაც ავრცელებს.

„დღეს, სულთმოფენობის საღმრთო დღესასწაულზე, თბილისის ყოვლადწმიდა სულის სახელობის ტაძარში, მოვნათლე ჩემთვის ძვირფასი ადამიანის, ლევან რატიანის მესამე შვილი - ლუკა რატიანი.

უფალმა დალოცოს ახლადნათელღებული, ჩემი ნათლული ლუკა“ - წერს მღვდელმონაზონი.



როგორც ლევანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა,  გვანცა ჯანიგაშვილი მისი პირველი და დიდი სიყვარულია,
რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა. წყვილმა ოთხ თვეში ოჯახი შექმნა და მას შემდეგ ერთად არიან.

წყვილის უფროსი ვაჟი 11 წლის არის, შუათანა - 7 წლის და უმცროსი კი ორ წლამდე.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93