გარდაცვლილი ტყუპი ვაჟის მამას ბოლოჯერ უნდოდა, საკუთარი დიდი ხნის ნანატრი შვილები ენახა. სასახლეს თავი გადახადა და იქ ბავშვების ნაცვლად, თოჯინები დახვდა. ვიდეო სასაფლაოზე გადაიღეს და სოციალურ ქსელში მაშინვე ვირუსულად გავრცელდა. ყველას აინტერესებდა, რა მოხდა სინამდვილეში და რა ბედი ეწია ქალს, რომელმაც საკუთარი ქორწინების შესანარჩუნებლად ასეთი რამ მოიფიქრა.
ერთი შეხედვით, ბედნიერი ოჯახი იყო, ქალს ქმრისთვის დიდი ხნის ნანატრი შვილები უნდა ეჩუქებინა. თუმცა, ლაურა დაუდოვას ისტორია ტყუილზე იყო აგებული. მან ორსულობა მოიგონა. ქალს თითქოს ყველა ნიშანი ჰქონდა, მაგრამ ტყუპი ვაჟი მის მუცელში არ აღმოჩნდა. მეუღლის სიბრაზისგან შეშინებულმა, ილუზიებში დაიწყო ცხოვრება და საკუთარ თავს დააჯერა, რომ ორსულად იყო.
ძირითადად, მსგავსი რამ ზედმეტად მგრძნობიარე ქალებს ემართებათ, რომელთათვისაც ცხოვრება სტრესთანაა დაკავშირებული. ლაურასთვის კი სტრესი იყო ის, რომ ქორწინებაში მას და მის მეუღლეს შვილები არ უჩნდებოდათ, მამაკაცის მთავარი ოცნება კი ტყუპის მამობა იყო.
მანიაკალური სურვილი, რომ შვილი გაეჩინა, ხშირად მუცლის მოშლას იწვევდა. პაციენტებს, რომლებიც უშვილობაზე დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობენ, ხშირად აქვთ განცდა, რომ ორსულად არიან. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილნი ყველა ნიშანს აქცევენ ყურადღებას და თავს აჯერებენ, რომ შვილის გაჩენას შეძლებენ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად.
ქალი მთელი ცხრა თვის განმავლობაში ატყუებდა არა მხოლოდ ქმარს, არამედ ნათესავებსაც. დღემდე ვერ ხვდება ბევრი, როგორ მოახერხა მან ეს ყველაფერი. ბინა წინასწარ იქირავა. "მშობიარობის" შემდეგ ლაურამ ყველას გაუგზავნა ტყუპი ბიჭის სურათი. სურათი წინასწარ ჰქონდა ინტერნეტიდან გადმოწერილი. დედამთილს ბავშვების ტირილის ხმაც კი გაუგზავნა, რაც ასევე ინტერნეტიდან გადმოიწერა. როდესაც დედამთილი დაინტერესდა, რატომ არ ჰგავდა ტყუპი ერთმანეთს, ქალმა ასეთი ახსნა იპოვა - ერთ-ერთს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და იმიტომ ჩამორჩება ძმასო.
ლაურამ თქვა, რომ ბავშვები სტავროპოლის პერინატალურ ცენტრში გააჩინა, ხოლო ცოტა ხანში ტვინში სისხლჩაქცევის გამო გარდაიცვალნენ. მეუღლესთან ერთად მშობლიურ სოფელში გაემგზავრა, რომ ბავშვებს წესისამებრ დამშვიდობებოდა. თუმცა, როდესაც მამამ სასახლეს თავი გადახადა, იქ თოჯინები დახვდა.
კაცი თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. იფიქრა, რომ გვამები ექიმებმა დაასახიჩრეს, ორგანოები ამოაცალეს და გაყინეს. საქმეში პოლიციაც ჩაერთო, სწრაფადვე გამოიკვლია საქმე და აღმოაჩინა, რომ ქალი არც ორსულად იყო და არც რომელიმე სამშობიაროში გაუჩენია ბავშვები.
ძალიან ხშირად კავკასიელი ქალების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ მათი ცხოვრების მთავარი მიზანი შვილების გაჩენა და აღზრდაა. გარდა იმედგაცრუებისა, ამას თან ერთვის ნათესავთა შორის საუბრები, რომ ქალი შვილს ვერ აჩენს და უფუნქციოდაა დარჩენილი. ლაურამ სწორედ ამ მეთოდით სცადა ქორწინების შენარჩუნება, თუმცა სულ სხვა ეფექტი მიიღო.
განაგრძეთ კითხვა