საქართველოს ექსპრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ შტატებში ბიძაშვილის ქორწილის გამო ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი ნიუ-ორკთან მდებარე ტყეში გიორგი ალასანიას ქორწილს დაესწრო.
ძმები ალასანიები ექსპრეზიდენტის დედის ძმის შვილები არიან. ისინი მშობლებთან ერთად წლებია რაც შტატებში ცხოვრობენ. სააკაშვილისი ბიძა თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ არაერთხელ გაეხვა სკანდალში, როდესაც მედიაში ექსპრეზიდენტან საუბრის ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა.
ამბობენ, რომ ბიძას უდიდესი გავლენა აქვს პოლიტიკოს ძმისშვილზე. ძმები გიორგი და ნიკა ალასანიები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცნენ, როდესაც ამერიკაში ცნობილ ქართველ ქალებზე იქორწინეს.
გიორგი ალასანიასა და ელენე დუმბაძის წყვილი ერთი შვილის მიხეილ-დავით ალასანიას შეძენიდან მალე ერთმანეთს დაშორდა. ელენე შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. სწორედ მისი ყოფილი მეუღლის ქორწილში იყო სტუმრად მიხეილ სააკაშვილი.
რაც შეეხება ნიკა ალასანიასა და ლიკა ევგენიძის წყვილს, ისინი ორი შვილის შეძენის შემდეგ დაშორდნენ. ლიკაც რძლის მსგავსად საქართველოში შვილებთან ერთად დაბრუნდა და ბედი მეორედ მუსიკოს ნიკა კოჩაროვს დაუკავშირა.
შეყვარებული იყო ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარიც. ნიკა ალასანიას რჩეული ამერიკელი ქალი, კელი ქენდლია. წყვილი აგვისტოში ვაჟს ელოდება
"ოფიციალურად, პატარა ალასანია აგვისტოში დაიბადება. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ამ პატარა ბიჭთან შეხვედრით“ - წერს კელი სოციალურ ქსელში და ორსულობის ბოლო თვეებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
იხილეთ ფოტოები
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>