მსახიობ ლაშა გურგენიძეს ტელეეკრანებიდან, სოციალური ქსელიდან თუ თეატრის სცენიდან უკვე ბევრი იცნობს. ის საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება და მაყურებლებს იუმორისტული სკეტჩებითაც ხშირად ამხიარულებს.
ლაშა გურგენიძის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ბოლო დროს კი ხშირად ისმის კითხვები მისი მეუღლის, თაკუნა მჭედლიშვილის შესახებ. თაკუნა მჭედლიშვილი პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია და, მსგავსად მეუღლისა, ხელოვნების სფეროსთან მჭიდრო კავშირი აქვს. ისინი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ საერთო ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ.
ამჯერად ლაშა გურგენიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ სახალისო ვიდეოს, სათაურით „სახლის გულაობა“ აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ წყვილი დროს ერთად სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს.