ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი სოციალურ ქსელშიც აქტიურობენ და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებენ. წყვილს ოთხი შვილი: ბუბუ, ბიბი, ვაჩე და ნიკოლასი ჰყავს. განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ ყველაზე უმცროსი ნიკოლასი სარგებლობს, რომლის ფოტოებსა და ვიდეოებსაც მშობლები ხშირად აქვეყნებენ.
ამჯერად თბილისის მერი დაბადების დღეს უფროს შვილს, ლევანს ულოცავს. ლევანი, იგივე ბუბუ, 12 წლის გახდა და, მამის გარდა, მილოცვა კიდევ არაერთი ადამიანისგან მიიღო: „ვულოცავ ბუბუს! ბედნიერი მომავალი!”, „გილოცავთ, ძალიან სიმპათიურია“, „გილოცავთ! წარმატებები ბუბუს” - წერენ კომენტარებში.
სულ ცოტა ხნის წინ ბუბუ კალაძემ „ინსტაგრამის“ საკუთარი ანგარიშიც შექმნა, სადაც პირად ფოტოებს ხშირად აზიარებს. ის საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდი სიყვარულსა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.