მომღერალმა მარიკა თხელიძემ და ქართული ოცნების დეპუტატმა გიორგი მანველიძემ საქორწინო წვეულება ქობულეთში "შატო კვირიკეში" გამართეს და ცნობილი მეგობრებიც დაპატიჟეს.
მომღერლის ქორწილიდან ვიდეოკადრები სოციალური ქსელის საშუალებით ნინი ქარსელაძემ, თიკა ჯამბურიამ და თაკო მექვაბიძემ გაავრცელეს.
პატარძალმა როგორც მეგობრებთან - ნინი ქარსელაძესა და თიკა ჯამბურიასთან ერთად, ასევე მარტომაც შეასრულა სიმღერები.
<div>გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ საკუთარი სიმღერა შეასრულა ნინი ქარსელაძემაც, რომელიც ქორწილს ბიზნესმენ მეუღლესთან, თაზო ჯახუტაშვილთან ერთად ესწრებოდა. როგორც ცნობილია, გიორგი მანველიძესა და თაზო ჯახუტაშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
სტუმრებს შორის იყვნენ ასევე ანსამბლი "შვიდკაცა" და დათუნა სირბილაძე, რომელთაც სიმღერები საკუთარი რეპერტუარიდან შეასრულეს.
მარიკას ულამაზესი საპატარძლო კაბა ეცვა, რომელიც დიზაინერ თაკო მექვაბიძეს ეკუთვნის.
<div>ქორწილის შემდეგ თიკა ჯამბურიამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პატარძლის თაიგული უჭირავს, როგორც ჩანს მარიკას მიერ ნასროლი თაიგული თიკამ დაიჭირა.
ცნობისთვის, მარიკასთვის და გიორგისთვის ეს მეორე ქორწინებაა და მათ პირველი ქორწინებიდან ორივეს ჰყავთ შვილები. წყვილმა ქორწინება 4 თვის წინ დააკანონა.</div>
</div>