დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 700 000-მდე გამომწერი ჰყავს, რომლებსაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს.
განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს კახა კალაძისა და ანუკი არეშიძის უმცროსი შვილი ნიკოლასი. მის ვიდეოებს სოციალური ქსელის მომხმარებლები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან. პატარა ნიკოლასის ჩაცმულობა და საუბრის მანერა საზოგადოების მხრიდან ხშირად დიდ მოწონებასა და დადებით შეფასებებს იღებს.
ანუკი საკუთარ „ინსტაგრამსთორიში“ ნიკოლასის ვიდეოებსა და ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. როგორც ჩანს, მას ძმებთან თამაში ძალიან უყვარს და ოჯახის წევრებს ხშირად ამხიარულებს. სწორედ შვილების ვიდეოებს უზიარებს დიზაინერი საკუთარ გამომწერებს, სადაც ჩანს, რომ ოჯახი ბუნებაში ისვენებს და დროს სასიამოვნოდ ატარებს.