მსახიობ გიორგი ცხადაძისა და ჟურნალისტის, სალომე ლემონჟავას უსაყვარლესი პატარა გოგო ნენე ერთი წლის გახდა. წყვილმა სოციალურ ქსელში ემოციური მილოცვა და შვილის ძველი ფოტოები გამოაქვეყნა.
დაბადების დღესთან ერთად გიორგიმ და სალომემ გოგონას ნათლობა დაგეგმეს, პატარა ნენე საკუთარ დაბადების დღეზე გაქრისტიანდა.
როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, ნათლობას მაიკო ვაწაძე, ანდრია გველესიანი და წყვილის ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. ანდრიამ ნენე მონათლა.
უსაყვარლესი გოგონა გიორგის და სალომეს პირველი შვილია. წყვილი უკვე წლებია ერთად ცხოვრობს და 2020 წელს მათ ოჯახს ახალი, უმშვენიერესი წევრიც შეემატა.
გიორგი საოცრად თბილი, ყურადღებიანი და მოსიყვარულე მამაა, შვილის გაზრდაში მონაწილეობას იღებს და ცდილობს დროის უმეტესი ნაწილი ნენესთან ერთად გაატაროს.