ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი არჩილ სოლოღაშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, რომელიც გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დადებით შეფასებას იმსახურებს.
ბოლო დროს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის შვილი, პატარა სანი მოექცა. როგორც ცნობილია, მას მშობლები რვა წლის განმავლობაში ელოდნენ, ხოლო სანის დაბადებით გამოწვეული სიხარული უამრავმა ადამიანმა გაიზიარა.
ამჯერად აჩიკო საკუთარ „ინსტაგრამზე“ სწორედ შვილისა და ძმის, ლევან სოლოღაშვილის ვიდეოს აქვეყნებს. მსახიობი ძმასთან ერთად თავადაც პოზირებს. „სოლოღაშვილები“ - ამ წარწერით აქვეყნებს ის ლევანთან ერთად გადაღებულ ფოტოს, სადაც ჩანს, რომ ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
როგორც ცნობილია, ლევან სოლოღაშვილი პროფესიით არქიტექტორია და ამ მიმართულებით მუშაობს. ცნობილი ძმისგან განსხვავებით, ლევანი სოციალურ ქსელში აქტიური არ არის და კამერების წინაც მხოლოდ პროფესიული საქმიანობის დროს ჩნდება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>