ოჯახი

„ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა ულამაზესი თეთრი კაბა და შევეცდები, ეს ოცნება ავიხდინო“ - თაკო საზინა გამომწერებს პასუხობს

„ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა ულამაზესი თეთრი კაბა და შევეცდები, ეს ოცნება ავიხდინო“ - თაკო საზინა გამომწერებს პასუხობს
„ბიუთი ბლოგერი" თაკო საზინა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის, გარდა „იუთუბისა“, „ინსტაგრამზეც“ აქტიურია და საკუთარ ყოვედღიურობას ხშირად უზიარებს გამომწერებს.




ცოტა ხნის წინ თაკო საზინას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო - მან თორნიკე სეხნიაშვილზე იქორწინა. წყვილმა საცხოვრებლად ცალკე გადასვლა გადაწყვიტა და სწორედ ამიტომ თაკო ხშირად აზიარებს სახლის რემონტთან, ავეჯსა თუ სხვა დეტალებთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც.




ამჯერად მან „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით გამომწერებს საქორწინო ცერემონიასთან დაკავშირებით რჩევები სთხოვა. ბლოგერმა თაიგულის, კაბის, ტორტის, მოსაწვევებისა და სხვა მნიშვნელოვანი აქსესუარების ფოტოები გააზიარა. გამომწერების
კითხვაზე კი, აპირებდა თუ არა ის ქორწილის გადახდას, უპასუხა, რომ ეს ეპიდემიოლოგიურ მდომარეობაზეა დამოკიდებული: „დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, არ ვიცით, რას ვაპირებთ. როგორც იცით, რეგულაციებია და მომავალში რა მოხდება, არ ვიცი. ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა ულამაზესი თეთრი კაბა და სულ რომ მეჯვარეების დაპატიჟება მოგვიწიოს მხოლოდ, შევეცდები, ეს ოცნება მაინც ავიხდინო“ - წერს თაკო საზინა.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93