წარმატებული ტელეწამყვანების, არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის წყვილს ძალიან აქტიური ცხოვრების სტილი აქვს. მათ რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ პირველ მარტს ვაჟი, სახელად ალექსანდრე შეეძინათ. პატარა სანიმ სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა.
სწორედ პატარა სანისა და ოჯახის შესახებ უსვამენ ნუცა ქავთარაძეს კითხვებს გამომწერები: „რამდენი წლის ხართ შენ და აჩიკო?“, „რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?“, „თქვენი შვილი რამდენი თვისაა? ძალიან საყვარელია“ - წერენ ნუცას „ინსტაგრამზე“.
ტელეწამყვანი გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს და წერს, რომ თავად 31 წლისაა, ხოლო აჩიკო - 41-ის. ამ ფაქტმა გამომწერების განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია: „აჩიკო მართლა 41 წლისაა?“ - წერენ ისინი. გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ ოთხი თვის სანი განსაკუთრებით ჰგავს მამას, ამ აზრს კი თავად ნუცაც იზიარებს. ტელეწამყვანი განმარტავს, რომ ის და მისი მეუღლე უკვე 10 წელია, რაც ერთად არიან და მომავალში კიდევ ერთ შვილზე სიამოვნებით იფიქრებდნენ.