კახა მამულაშვილის ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ატარებენ დროს მხიარულად ბებია და შვილიშვილი, საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა: „რა თბილი ვიდეოა“, „ კარგად მახალისეთ”, „ძალიან საყვარლები ხართ”, „არადა მეგონა ლელას ვერავინ გადაიყვანდა თავის ჭკუაზე“ - წერენ კომენტარებში. როგორც ჩანს, პატარა ალექსანდრეს ლელა წურწუმიასთან თამაში ძალიან მოსწონს.
კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“ აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.
კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა - ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.