ოჯახი

ვინ არიან რუსკა და ნინუცა მაყაშვილების ნახევარდები და როგორი ურთიერთობა აქვთ მათთან მსახიობებს (ვიდეო)

ვინ არიან რუსკა და ნინუცა მაყაშვილების ნახევარდები და როგორი ურთიერთობა აქვთ მათთან მსახიობებს (ვიდეო)
რუსკა მაყაშვილმა საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გადაცემა „სთორის“ საშუალებით ისაუბრა. მსახიობმა დის, ნინუცა მაყაშვილის სკანდალური აღიარება და მის ყოფილ მეუღლესთან, ბესო ზანგურთან ურთიერთობაც გაიხსენა. გარდა ამისა, რუსკამ მეუღლესთან, სანდრო ნიჟარაძესთან შეხვედრისა და გაცნობის დეტალებიც მოყვა.



როგორც ცნობილია, რუსკა და ნინუცა მაყაშვილებმა დედის გვარზე გადასვლა სკაუთარი ნებით ისურვეს. გოგონების მშობლებმა, თამრიკო მაყაშვილმა და კოკა ცხვედიანმა ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნეს, ეს ურთიერთობა კი 5 წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა. კოკა ცხვედიანს მეორე ქორწინებიდან კიდევ
ორი გოგონა, ელენე და მარიამ ცხვედიანები ჰყავს.









რუსკა და ნინუცა მაყაშვილების გადაწყვეტილების მიზეზი კი მამის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობა გახდა, სადაც მან შვილებზე საუბრისას მხოლოდ ელენე და მარიამი ახსენა. როგორც ჩანს, ეს გოგონებისთვის ძალიან საწყენი აღმოჩნდა: „ჩვენ გვინდოდა იმ ადამიანის გვარი გვქონოდა, ვინც ზრუნავდა და გვზრიდა ჩვენ, ანუ დედაჩემისა და ბიძაჩემის, დედაჩემის ძმის“ - ამბობდა რუსკა ინტერვიუში.



მიუხედავად უთანხმოებისა, გოგონებმა მამასთან ურთიერთობის დალაგება მოახერხეს. როგორც რუსკა აღნიშნავს, კოკა ცხვედიანი ძალიან კარგი ბაბუაა და დროს პატარა ილიასთან ერთადაც ხშირად ატარებს. რუსკასა და ნინუცას კარგი ურთიერთობა აქვთ ნახევარდებთან, ელენე და მარიამ ცხვედიანებთანაც: „ფანტასტიკური გოგოები არიან“ - ამბობს მსახიობი.




ბეჭდვა
e87a93