ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე გასულ წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდნენ, რომ სამომავლოდ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას გეგმავდნენ, მათ შორის, ფილიპინებზე, საბერძნეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ კორეაში. სწორედ სამხრეთ კორეიდან აქვეყნებენ ისინი შვილთან, ბერუკა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
ნანუკასა და ბერას ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს და, ცხადია, გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. როგორც ჩანს, გულშემატკივრები წყვილის გამოჩენას სოციალურ ქსელში მოუთმენლად ელოდობოდნენ: „რა ჰარმონიული ოჯახია“, „რა კარგები ხართ“, „მიხარია თქვენი გამოჩენა“, „ძალიან უხდებით ერთმანეთს. ძალიან საყვარლები ხართ“ - წერენ კომენტარებში.
სულ ცოტა ხნის წინ კი წყვილმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ „ინსტაგრამზე“ ასევე სამხრეთ კორეაში მოგზაურობის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს ქვეშ სოციალური ქსელის მომხარებლები მათ მეტ აქტიურობას სთხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდებიან, ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, მათ მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობს.