ქართული ხმების მომღერლის ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ზურას მეუღლე ნათია კობახიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ერთი თვე... ტკივილი, რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს... სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები, კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი... უსაშველოა ეს ყველაფერი.. ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა...
ღმერთო რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღემრთო... რატომ? რატომ?
მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ, შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან, სხვა მეტი არაფერი ...“