ინფლუენსერების, „იკანათიას“ წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. ისინი ბევრისთვის საყვარელი „იუთუბერებიც“ არიან და მათ ვიდეოებს ყოველთვის უამრავი ნახვა აქვს. წყვილი საერთო „ინსტაგრამის“ საშუალებით გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს და სასიამოვნო სიახლეებსაც პირველად სწორედ მათ აცნობს. განსაკუთრებულ ყურადღებას მათი შვილის, ნიცას ფოტოები იმსახურებს.
ამჯერად წყვილი გამომწერების კითხვებს პასუხობს და პირად ურთიერთობაზე საუბრობს: „ამაზე მეტად გულწრფელობა ჩემთვის წარმოუდგენელია. არ გვაქვს თემა, რომელზეც ვერ ვსაუბრობთ. ყველანაირ დეტალს ვუზიარებთ ერთმანეთს და, ალბათ, ეს არის იმის მიზეზი, რომ ურთიერთობაში გადაულახავი პრობლემები ჩვენთვის არ არსებობს“ - წერს „იკანათია“.
როგორც აღმოჩნდა, წყვილის ჰარმონიული ურთიერთობა გამომწერებს ყურადღების მიღმა არ რჩებათ და კითხვებს ამ თემაზეც უსვამენ: „გვაქვს პერიოდი, როცა ორივე ძალიან გადაღლილები ვართ და მარტივად ვღიზიანდებით რაღაცებით. თან ორივემ ვიცით, რომ ამ დროს ჯობია, არ ველაპარაკოთ ერთმანეთს, დრო მივცეთ დასვენებისთვის და განტვირთვისთვის. შესაბამისად, ჩხუბსა და კამათს ამ გზით ვიცილებთ თავიდან. ჩვენთვის გამოცდილი მეთოდია და ამართლებს“ - განმარტავს „იკანათია“.