ნუკი კოშკელიშვილის ამერიკელ ქმარს, ბენჯი ხაიმს, ხშირად მოიხსენიებენ „ქართველების საყვარელ სიძედ“. ბენჯი ნუკისთან ქორწინების შემდეგ აქტიურად ცდილობს ქართული ენის შესწავლას და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს ქართულ ენაზე. ნუკი და ბენჯი ამერიკაში ცხოვრობენ და მათ ერთი შვილი, ოვი ჰყავთ.
ნუკი შვილთან ერთად სამშობლოს ზაფხულობით ხშირად სტუმრობს. „მინდა, რომ აქ იყო“ - ამ წარწერით გამოაქვეყნა ნუკი კოშკელიშვილმა ბათუმში გადაღებული ვიდეო, რომელიც ამერიკაში მყოფ მეუღლეს მიუძღვნა. ბენჯი ხაიმმა კი ნუკის მალევე უპასუხა და ვიდეო ერთ-ერთი ანიმაციური ფილმის სახალისო პერსონაჟით გააფორმა. ვიდეოს სოციალურ ქსელში, მათ შორის, „ტიკტოკზეც“, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წყვილმა უამრავი დადებითი შეფასება მიიღო.
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. ის გამომწერებს მუდმივად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს და მათი მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. განსაკუთრებული პოპულარობით მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები სარგებლობს. გულშემატკივრები ხშირად უსვამენ ხაზს წყვილის ჰარმონიულ დამოკიდებულებას.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>