ნუკი კოშკელიშვილის ამერიკელ ქმარს, ბენჯი ხაიმს, ხშირად მოიხსენიებენ „ქართველების საყვარელ სიძედ“. ბენჯი ნუკისთან ქორწინების შემდეგ აქტიურად ცდილობს ქართული ენის შესწავლას და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს ქართულ ენაზე. ნუკი და ბენჯი ამერიკაში ცხოვრობენ და მათ ერთი შვილი, ოვი ჰყავთ.
ამჯერად ნუკი პატარა ოვისთან ერთად საქართველოში იმყოფება, მისი მეუღლე კი - ამერიკაში. როგორც ჩანს, ბენჯის ქართული სამზარეულო ძალიან მოსწონს და ქართულ ენასთან ერთად, კერძების მომზადებასაც სწავლობს.
„მიყვარს ჩემი ოჯახი და მენატრება ქართული საკვები“ - წერს ის „ინსტაგრამზე“. ბენჯიმ ამერიკელ მეგობრებთან ერთად ხაჭაპურისა და ლობიანის გამოცხობაც სცადა, თუმცა წარუმატებლად და ამისთვის ქართველებს ბოდიშს უხდის. საბოლოოდ, გულშემატკივრებს ახალ გამოგონებას, „ლობიანის სენდვიჩს“ უზიარებს.