მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს. სულ ცოტა ხნის წინ ქეთამ „ინსტაგრამსთორიში“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ ის შვილებსა და ოჯახთან ერთად წყნეთის სახლში ისვენებდა.
ამჯერად ქეთა თოფურია მეუღლესთან, ლევ დენგოვთან ერთად კახეთში იმყოფება. როგორც ჩანს, წყვილი მეგობრებთან ერთად ყვარელში ისვენებს, იქაურ კულტურას ეცნობა და დროს სასიამოვნოდ ატარებს.
ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, ლევ დენგოვს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კარგად იცნობენ, საქართველოში კი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქეთა თოფურიასთან შეხვედრა დაიწყო. 2019 წელს ლევ დენგოვმა ქეთასთან ურთიერთობაზე ხმამაღლა ისაუბრა და თქვა, რომ ისინი თავს ბედნიერად გრძნობენ.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>