ელენე ფეიქრიშვილი, სოციალურ ქსელში ცნობილი, როგორც ელენე ფეი, წარმატებული ინფლუენსერი და ვლოგერია. ის უკვე რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად ამერიკაში, ფილადელფიაში ცხოვრობს. ელენემ ვლოგერობა დაახლოებით 2 წლის წინ დაიწყო, დღეს კი უკვე 20 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს.
ელენე ფეიქრიშვილი „ინსტაგრამზეც“ აქტიურია. მის გვერდზე როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და სარეკლამო პოსტებსაც ნახავთ. ის არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ დასაწყისში ძალიან გამოუცდელი იყო, არც საჭირო ტექნიკა ჰქონდა და არც გამოცდილება, თუმცა შეძლო და კიმ კარდაშიანის ყურადღებაც კი მიიქცია.
ამჯერად ელენე ფეიქრიშვილი დაბადების დღეს მეუღლეს, ნიკა ფეიქრიშვილს ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ არაერთ ფოტოს აქვეყნებს: „მადლობელი ვარ იმ დღისთვის, როცა შენ დაიბადე ამქვეყნად. ჩემი პარტნიორი და საუკეთესო მეგობარი ხარ. მხოლოდ შენ შეგიძლია შეეხო ჩემს სულს და მე ძალიან იღბლიანი ვარ. გილოცავს დაბადების დღეს, მიყვარდი და მეყვარები ყოველთვის!“ - წერს ელენე ფეიქრიშვილი.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>